weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში 22 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა – საკონდიტრო „დონას“ კლასტერი

11:10 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებული საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა. ეზუგბაიას თქმით, 5 ადამიანის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილია (აქედან 2 ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია), ხოლო 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მისივე ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სამი კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და უფრო მსუბუქია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]