weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე – დაშავდა

11:31 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 hits 4170

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი ჯანმრთელობის დაზიანებებით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობა გახდა. გარდაცვლილი მძღოლი 23 წლის ბიჭია, ხოლო დაშავებული 26 წლის გოგო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]