weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ენზელ მკოიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

10:22 ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020

„ქართული ოცნებიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

მკოიანმა რეგისტრაციისთვის საჭირო დეოკუმენტების ნაწილი გუშინ, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა.

„ვაყენებ ჩემს კანდიდატურას და ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, არ არიან დამოუკიდებელი კანდიდატები.

დღეს ხალხს სურს, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო, ამას ხალხის თხოვნით ვაკეთებ და გარდა ამისა, ეს მეც მინდა. ხუთჯერ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი და მინდა, მეექვსედაც ამირჩიონ“,
– განაცხადა მკოიანმა გამოცემა Jnews-თან.  

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო.

2020 წლის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]