weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

17:32 შაბათი, 05 სექტემბერი 2020
გოგა ჩანადირის ფოტო გოგა ჩანადირის ფოტო

თბილისში, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მუშა 26 წლის ბორჯომელი მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, ის კონდიციონერის დამონტაჟების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონის აფეთქებას ემსხვერპლა.

კლუბში აფეთქება გუშინ, 4 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის იყვნენ მუშა, გამვლელი და „დეჟავუს“ თანამშრომელი. ისინი ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთმა დაშავებულმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა, ხოლო ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]