weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

23:40 შაბათი, 05 სექტემბერი 2020

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

შემთხვევა შავი კლდეების ტბაზე მოხდა, სადაც გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ისვენებდა. გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ადგილობრივია. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ უცხოელები ადგილობრივ ტურისტებს აღკვეთილში შეხვდნენ და სუფრაზე ერთად იყვნენ. მათივე თქმით, დაკავებულმა ქალის გაუპატიურება უარყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]