weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუისპირში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია

10:57 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 42 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ რეგინფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუისპირში მკვლელობა 5 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ვანო ხანჯალიაშვილი, რომელიც სახლიდან ავტომობილით გაიყვანეს, მოგვიანებით, ამავე ავტომობილში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 2-3-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მოკლულის საქმიანობას - ავტომობილებით ვაჭრობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]