weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალქალაქში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

16:31 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

ახალქალაქის მუნიციპლიტეტის სოფელ კუმურდოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს „ფორდის მარკის მიკროავტობუსი და „ლადას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ცნობით, 63 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადმიანი – დედა და მისი არასრულწლოვანი შვილები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დიდი ალბათობით, სამედიცინო დაწესებულებიდან დღესვე გაწერენ.

გარდაცვლილი და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]