weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:54 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 363 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით, პანდემიის დაწყების შემდეგ (26 თებერვლიდან), საქართველოში ვირუსი სულ 1729 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1321 (77%) უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]