weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფოთში მეხანძრე-მაშველს COVID-19 დაუდასტურდა

14:54 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

სამინისტროს ცნობით, მეხანძრე-მაშველს გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადებითი პასუხი მიიღეს, ორი კვირის წინ ჩატარებული გეგმიური შემოწმების დროს კი პასუხი უარყოფითი იყო. 

„მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აცხადებენ შსს-ში. 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]