weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცაგერში მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა

12:18 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო

ცაგერში, ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

ცაგერში რამდენიმე დღეა წვიმს და დღეს გამოიდარა, მომდევნო დღეებში მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]