weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტვ პირველის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

17:51 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს. გრიგოლიას თქმით, თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ეს არის ოჯახური კონტაქტი. უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში გრიგოლიამ.

მოგვიანებით მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, ტელევიზია ჯერჯერობით გააგრძელებს მუშაობას და ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება. ინგა გრიგოლიას თქმით, კორონავირუსის სიმპტომები არავის აღენიშნება.

დღეს კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 25 აჭარაშია დაფიქსირებული. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის 403 აქტიური შემთხვევაა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]