weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისსა და 5 დიდ ქალაქში სწავლის დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

15:30 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

თბილისსა და დიდ ქალაქებში გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთშისკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა რეგიონების სკოლებს, პრემიერის გადაწყვეტილებით, სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

„ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეს, სადაც ბავშვები დადიან, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ წრეებზეც ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განმარტებას გააკეთებს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან როგორც ეპიდემიოლოგები, ისე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1354 (71 %) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში 518 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]