weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაგოდეხში სამ ჰექტრამდე ტერიტორია იწვის

17:41 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

ლაგოდეხის რაიონის სოფელ შეერთებაში ხანძარია. ცეცხლი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ „რეგინფოს“ უთხრა, ცეცხლი სოფლის თავში დაახლოებით ოთხი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები კახეთის ყველა რაიონიდან, გარდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა. ცეცხლი სოფლის თავში ბუჩქნარს უკიდია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელდეს“, - აღნიშნა ლაგოდეხის გამგებელმა.

მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]