weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

გორში, ცემის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

11:48 შაბათი, 12 სექტემბერი 2020 hits 484
ფოტოზე ერეკლე თედლიაშვილი ფოტოზე ერეკლე თედლიაშვილი

19 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელსაც სამი თვის წინ, გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“ სცემეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიყენებული დაზიანებების გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და კომაში იმყოფებოდა.

ერეკლე თედლიაშვილის ცემისთვის კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა თარაშ კანდელაკმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერეკლე თედლიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]