weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კახეთში, ველისციხესა და მატანში, კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა

13:16 შაბათი, 12 სექტემბერი 2020
ფოტოზე ნელი ხიზანიშვილი ფოტოზე ნელი ხიზანიშვილი

კახეთში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, COVID-19 დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ 64 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.

კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცსაც. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ის გორის ქორწილში ინფიცირებულის კონტაქტია.

ორივე შემთხვევის წყაროს და კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულები თბილისში არიან გადაყვანილი.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ორივე შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა და ეპიდსიტუაციის შესახებ ხვალინდელ მონაცემებში აისახება.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 87 შემთხვევა აჭარაშია გამოვლენილი, 28 – სამეგრელოში, 19 – იმერეთში, 6 – გურიაში და 18 – თბილისში.

 

ამ თემაზე:

158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს – მარინა ეზუგბაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]