weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

10 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

19:37 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017
10 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს ფოტო © უცხოგრაფი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40-41 გრადუსს მიაღწიოს. 8 აგვისტოს, დღის განმავლობაში თბილისში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 23 გრადუსია მოსალოდნელი.

დღისით 38 გრადუსი სიცხეა პროგნოზირებული თელავში. ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.

9 აგვისტოს, თბილისში დღისით კვლავ 39, ხოლო ღამით 23 გრადუსი სიცხე შენარჩუნდება. 39 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში თელავშიც, ღამით კი 22 გრადუსია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურის მცირედით კლება 10-11 აგვისტოდან არის პროგნოზირებული.

 

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ: როგორ მოვიქცეთ სიცხეში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]