weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დააკავეს კაცი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და ბავშვს ემუქრებოდა

09:34 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ჯ. არასრულწლოვანს ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მასთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა.

ლ.ჯ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]