weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მატნისა და კიდევ 3 სოფლის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

14:58 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, კიდევ სამი მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის სკოლებში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე სოფლებთან მოწყობილია საკონტროლო პუნქტები – ყველა შემსვლელი ტესტირებასა და თერმოსკრინინგს გადის.

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება: „მთავრობა სრულად აკონტროლებს სიტუაციას. დღეს, როდესაც ესა თუ ის შეზღუდვა შემოგვაქვს, შეზღუდვას ვახორციელებთ წერტილოვნად, ლოკალურად.

შეზღუდვების დაწესების ლოგიკა დღეს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, არის ცოტა უფრო განსხვავებული და შეზღუდვას ვაწესებთ იქ, სადაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტად ხდება“.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, 165 შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 109; თბილისი – 17; სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9; ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9; შიდა ქართლი, გორი – 6; კახეთი, გურჯაანი – 6; გურია, ოზურგეთი – 4; იმერეთი, ქუთაისი – 4; მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]