weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასწავლო წელი მაღალმთიან აჭარაშიც დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

16:40 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

ხვალ, 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელი მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სკოლებშიც ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამის მიზეზი ხულოში კოვიდ-ინფექციის დაფიქსირებაა.

„გამოვლენილი 109 შემთხვევიდან, ჩვენთან დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ რესურს ცენტრში. შესაბამისად, ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაში. როგორც ხულოში, ასევე ქედასა და შუახევში. სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ როგორც „ტელესკოლის“, ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში ყველა მშობელს და ბავშვს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ პირველკლასელებისთვის განკუთვნილი წიგნები და „ბუკები“ უკვე მიაწოდა სკოლებს და მათი დარიგება მიმდინარე კვირაში დაიწყება.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 109 დაფიქსირებულია აჭარაში. ვირუსის გამო საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება უკვე გადაიდო ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]