weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში ექსტრადიციის მიზნით უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს

20:07 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

უკრაინაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კოხტა კოდუა 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დააკავეს. უკრაინის სასამართლოს 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

კოხტა კოდუას საქართველოში პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე აქვს მისჯილი.

"კოხტა კოდუა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კოხტა კოდუა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]