weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლაგოდეხში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

23:50 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

ლაგოდეხის რაიონის სოფელ შეერთებაში 7 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 4 ჰექტარი ტერიტორია. მისივე თქმით, ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რათა ცეცხლის კერების ხელახალი გაჩენა თავიდან იქნეს აცილებული.

ლაგოდეხში ცეცხლი დაახლოებით დღის პირველ საათზე გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ძირითადად ბუჩქნარი იწვოდა, თუმცა არსებობდა ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება.

თითქმის ათი საათის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას ასამდე მეხანძრე ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

როგორც ლაგოდეხის გამგებელმა "რეგინფოსთან" განაცხადა, ხანძარის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები არ დაზარალებულან.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]