weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მატანში, სიღნაღსა და ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

15:02 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 16 სექტემბრის დილის 9 საათის მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.

„უკვე დადასტურებულ 24 შემთხვევას დღეს დაემატა 4 ახალი შემთხვევა. ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ე.წ. მატნის კლასტერთან. პაციენტი გორის ქორწილთან დაკავშირებული პიროვნებაა. მეორე შემთხვევა ლაგოდეხში დაფიქსირდა. ეს შემთხვევა დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან. ორი შემთხვევა დაგვიდასტურდა სიღნაღში, გეგმიური ტესტირების შედეგად“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, მატანში დაინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, როგორც ქორწილის მონაწილე და მას დღემდე არ აქვს ვირუსის სიმპტომები.

„მეორე პაციენტსაც, ლაგოდეხის შემთხვევასაც, არ აქვს სიმპტომები. ის არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში - ტესტი ჩაუტარეს, როგორც აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონეს. დანარჩენ ორ შემთხვევას, როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა რამდენიმე სიმპტომი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთში აღებული 520 ნიმუშის პასუხი სავარაუდოდ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღებული ნიმუშების რაოდენობიდან გამომდინარე, პასუხები გვიანდება. უკვე დასრულებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 63 ადამიანიდან აღებული ნიმუშის კვლევა – ყველას პასუხი უარყოფითია.

16 სექტემბრის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარაშია გამოვლენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]