weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ქმარს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

18:38 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020
ეკა მიქავას ოჯახის აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან / ფოტო "ლაივპრესის" არქივიდან ეკა მიქავას ოჯახის აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან / ფოტო "ლაივპრესის" არქივიდან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სოფელ შამგონას მკვიდრი ბაკურ სორდია დამნაშავედ ცნო ცოლის, 32 წლის ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

32 წლის ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. მეორე დღეს მისი ქმარი, ბაკურ სორდია, დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითა (ოჯახში ძალადობა) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარუდგინეს. ზუგდიდის სასამართლომ მისი საქმე ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს სასამართლომ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა მოითხოვა, რომ საქმეს მინიჭებოდა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შუამდგომლობით პროკურატურას მიმართა. გარდაცვლილის უფლებამონაცვლის ირმა ბერიშვილის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გადააკვალიფიცირა. მსჯავრდებულს სასამართლომ სასჯელი კიდევ ერთი წლით - 4 წლამდე გაუხანგრძლივა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახში ძალადობასთან ერთად იყო 115-ე მუხლიც. კერძოდ, ბაკურ სორდიამ ეკა მიქავა პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცემოდა. რადგან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში მსხვერპლი უმეტესად უკვე გარდაცვლილია და ვერ საუბრობს თვითმკვლელობის კონკრეტულ გარემოებებზე, სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით, ზემოთხსენებულ საქმეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, - აცხადებს „საფარის“ იურისტი ელისო რუხაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]