weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

12:10 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, ხოლო 15 იმერეთის რეგიონს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევების განაწილება ასეთია:

11 – სამეგრელო-ზემო სვანეთი

4 – გურია

3 – კახეთი

3 - შიდა ქართლი

2 – ქვემო ქართლი

2 – მცხეთა-მთიანეთი

1 – სამცხე-ჯავახეთი

„კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვლაყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. აქედან 14 კრიტიკულია, მძიმეთა სიაში კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 3306 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1481 პაციენტი (45%) უკვე გამოჯანმრთელებულია. 19 პაციენტი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]