weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება

12:18 კვირა, 20 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი 6 შემთხვევა

ქვემო ქართლი – 5 შემთხვევა

შიდა ქართლი – 1 შემთხვევა

გურია – 4 შემთხვევა

მცხეთა-მთიანეთი – 2 შემთხვევა

კახეთი – 1 შემთხვევა

ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას. მხოლოდ კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, მათგან 80-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალოდ და მსუბუქად მძიმე.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 3502 ადამიანს დაუდასტურდა. დღეს კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1494 გახდა (43%). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]