weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ქუთაისში კორონავირუსით სოხუმის პირველი სკოლის პედაგოგი გარდაიცვალა

12:11 ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 hits 697
„აფსადგილ.ინფოს“ ფოტო „აფსადგილ.ინფოს“ ფოტო

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილი 60 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელი ლიუდმილა ანუაა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აფსადგილ.ინფო“ წერს.

სააგენტოს თანახმად, მასწავლებელმა ექვსი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაავადდა.

„თავს გაუფრთხილდით! ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა დაავადების, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი“, – წერდა მასწავლებელი.

გუდაუთის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

„აფსადგილ.ინფოს“ თანახმად, პირველ სკოლაში, სადაც ლიუდმილა ანუა ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტიანია გამოცხადებული იმის გამო, რომ 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

კორონავირუსით მე-20 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პაციენტი გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა. ეზუგბაიას თქმით, აფხაზეთიდან, გარდაცვლილ პაციენტთან ერთად, კიდევ სამი კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო გადმოყვანილი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 16 ისეთ პაციენტს მკურნალობენ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]