weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტატისტიკის გაყალბებას არ დავუშვებ – ამირან გამყრელიძე

17:17 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

„მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას“, ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის შეკითხვას მთავრობის ოპონენტების მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას ხელოვნურად მართავენ.

„მატყობთ რამეში, რომ მე ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონრტროლის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია თქვენი მონა-მორჩილი და მას, თავისი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს დაუშვია... მე ბევრ ადგილზე მუმუშავია და არასოდეს, სიყალბესთან საქმე არ მქონია. ასე, რომ მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა, მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას.

ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, სადაც მთელი ქვეყნის ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება, მხოლოდ კოვიდის კი არა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულოება, რითიც ვამაყობ და მასეთ რამეს როგორ დავუშვებთ?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ (26 თებერვალი) ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირების სულ 3913 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1574 ადამიანი (40%) უკვე გამოჯანმრთელებულია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2220-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ბოლო სამი დღის განმავლობაში 4 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

პაციენტის გარდაცვალების მიზეზია ძირითადი დაავადება და არა კორონავირუსი – ექიმი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]