weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მესტიის სოფელ ხაიშში სკოლის 2 მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა

17:35 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც დღეიდან სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა, ინფექციის წყარო ქობულეთიდან მიწვეული მასწავლებელია.

„ბავშვების დაინფიცირება მოხდა ქობულეთელი მასწავლებლის მიერ, რომელსაც კოვიდ-ინფექცია აღმოაჩნდა და იგი იყო მოწვეული მასწავლებელი ხაიშის სკოლაში. სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, მასწავლებლის ყველა კონტაქტი შემოწმებულია“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისივე თქმით, გუშინ რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება 728 მოქალაქეს ჩაუტარდა, საიდანაც 17-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. 14 ინფიცირებული ე.წ. ზუგდიდის კლასტერს წარმოადგენს, 2 ინფიცირებული ხაიშის სკოლის მოსწავლეა, ხოლო ერთი ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დასახელებული მონაცემები ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ხვალინდელ მონაცემებში აისახება. 23 სექტემბრის დილის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]