weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა

12:01 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

კორონავირუსის დღეს, 24 სექტემბერს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. გუშინ ამ რეგიონში ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა იყო.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევების განაწილება, თბილისსა და რეგიონებში, ასეთია:

თბილისი – 34

იმერეთი – 22 (15 ქუთაისში, 3 წყალტუბოში, 1 თერჯოლაში, 1 საჩხერეში, 2 ბაღდათში)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 15

შიდა ქართლი, გორი – 1

ქვემო ქართლი, მარნეული – 1

მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1.

საზღვარგარეთიდან შემოტანილია ხუთი შემთხვევა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულებიდან 18 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ. ზოგადად, ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი - 8 არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 კრიტიკული პაციენტი არის თბილისში, გორშიც 2, საჩხერეში არის ასევე 2, ქუთაისში კი 3 კრიტიკული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]