weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აჭარაში COVID-19-ის 166 ახალი შემთხვევაა

12:02 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 166 აჭარაში დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ამ რეგიონში სულ 4000-მდე PCR ტესტის ნიმუში გამოიკვლიეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონის რვა კლინიკაში 484 პაციენტია, კოვიდ-სასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია, 14 კი ორსულია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა: 10 კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 10-მა კოვიდ-სასტუმრო დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინკებში თავისუფალია 92 ადგილი.

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი – 55 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში, ხოლო თბილისში 41 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში 19 კოვიდ-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 17 მართვით სუნთქვაზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]