weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოში COVID-19-ის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

11:46 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 225 აჭარას უკავშირდება. გარდაიცვალა 55 წლის ქალი, რომელიც 26 სექტემბრიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 35 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. იმერეთში დადასტურებულია 22 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში –18, შიდა ქართლში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 3, გურიასა და ქვემო ქართლში კი თითო-თითო.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობას გადის 3542 კოვიდ-ინფიცირებული, მათგან 25-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„აქედან 23 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, – აღნიშნა ენდელაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ 33-ე პაციენტს, აჭარის ჯანდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გარდა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა: „მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსული ინფექცია სულ 5866 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2324 უკვე გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-სგან 270 პაციენტი განიკურნა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 836. ამასთან, კოვიდ სასტუმრებშია მოთავსებული 800 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]