weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

17:09 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020 hits 400

გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გუშინ, 29 სექტემბრის საღამოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ რუსთავში, სადაც ცენტრალურ ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ქვეითად გადაადგილდებოდა. შსს-ს პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ავტომობილის მძღოლი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა - 203 და დაშავდა 2982 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]