weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კორონავირუსით აჭარაში 82 წლის პაციენტი გარდაიცვალა

16:59 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და ის 82 წლის მამაკაცია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში 29 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა.

„გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 81 წლის იყო.

დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 241 აჭარას უკავშირდება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში COVID-19-ის სულ 6640 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 3419 გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]