weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კაცი, რომელსაც პედოფილიისთვის 13 წლით პატიმრობა მიესაჯა, პოლიციას გაექცა

18:05 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 58 წლის კაცი, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, გაიქცა. დღევანდელ სასამართლო სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. პოლიცია მას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე საათია ეძებს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ა.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარადგინეს საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში  58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით  გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი  სააპელაციო წესით გაასაჩივრა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ამ თემაზე:

პოლიციამ ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული დააკავა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]