weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბუბა კიკაბიძე გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიაში პირველი ნომერია

18:34 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სია წარადგინა, რომლის სათავეში მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.

საარჩევნო სია ცესკოში დასარეგისტრირებლად დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ წარადგინა. მისი თქმით, ბუბა კიკაბიძე პატრიოტიზმს, უშიშრობას და მოუსყიდაობას ასხივებს.

„ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ, აგონიაში მყოფი, წაგების წინ ფართხალებს ძალადობრივი ფაქტებით, შატნაჟით, მუქარით, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი არ შეუშინდება მას და სწორედ იმას ასხივებს ჩვენი სია და განსაკუთრებით მისი პირველი ათეული და პირველი ნომერი, რაც, ჩემი აზრით, უმთავრესია. ეს არის პატრიოტიზმი, უშიშრობა და მოუსყიდაობა. მილიარდერები ვერ იგებენ არჩევნებს, მილიარდები არის უსუსური ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ეს არის გამარჯვების სია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან: 1. ბუბა კიკაბიძე; 2. გრიგოლ ვაშაძე; 3. ნიკა მელია; 4. ხატია დეკანოიძე; 5. კობა ნაყოფია; 6. დევი ჭანკოტაძე; 7. ლევან ვარშალომიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ზაალ უდუმაშვილი; 10. ხათუნა სამნიძე.

თინათინ ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ პარტიულ სიაში თავადაც იქნება, ასევე იქნებიან რომან გოცირიძე და გუბაზ სანიკიძე. თინა ბოკუჩავას თქმით, სიაში არ იქნებიან ვერა ქობალია და პაატა დავითაია.

პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ცესკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, პირველ ოქტომბერს ამოეწურათ. ამის შემდგომ დაიწყება პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციის პროცესი.

 

ამ თემაზე:

კიკაბიძე, ვაშაძე, სამნიძე, ნაყოფია – „ძალა ერთობაშიას“ სრული პარტიული სია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]