weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საქართველოში COVID-19-ის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი

10:46 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 453-ით გაიზარდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 7093 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3714 და გარდაცვლილია 43.

დღეს კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფთა რიცხვია - 1100.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 241 აჭარაში დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]