weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

12:15 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 46 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.

„24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი – ორი ბათუმში და სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 2 ოქტომბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილები – 78 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი – ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ და მათ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ: ორივეს მძიმე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, ერთ-ერთს კი ონკოლოგიური დაავადებაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]