weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ ავტომობილში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

14:47 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და მასში მყოფი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ მეწყერში მოყოლილ კიდევ სამ ადამიანს.

„სამძებრო სამუშაოების შედეგად, სამაშველო სამსახურის მიერ ნაპოვნი იქნა დაკარგული ავტომობილი. ავტომობილში იყო ორი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი. მიმდინარეობს მათი იდენტიფიკაცია. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები, თუმცა ამინდი გაუარესდა, რაც შეფერხებებს იწვევს“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.

სტიქია სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს ღამით მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, სადაც დედ-მამა და მათი 15 წლის შვილი ცხოვრობდნენ. მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მასში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

მდინარე მეჯინისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ზანაქიძეებში ხიდდან ავტომობილი წყალში გადავარდა. როგორც „რეგინფოს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ უთხრა, ავტომობილში მამაკაცი იჯდა, თუმცა ამ დრომდე არც ის უპოვიათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]