weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2021

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

10:31 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 hits 558

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სოფლის შესასვლელში ერთმანეთს „მარშუტკა“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, მისი ერთადერთი მგზავრი კი დაშავდა.

დანარჩენი დაშავებულები სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან. მათაგან სამი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ერთი ბავშვი კი თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს.

„შემოყვანილია ოთხი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია, რომელთაგან ერთი თბილისში გადაიყვანეს. ადგილზე რჩება 3 დაშავებული - 5 წლის გოგონა, მისი 22 წლის დედა და 16 წლის გოგონა. მათ აღენიშნებათ თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის და მუცლის დახურული ტრავმები“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ მრელაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 4 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

3 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რის შედეგადაც ქვეითი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა 203 და დაშავდა 2982 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]