weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

COVID-19-ის გავრცელების გამო აფხაზეთში შეზღუდვები დაწესდა

21:10 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, 5 ოქტომბრიდან აიკრძალა ქორწილები და სადღესასწაულო ღონისძიებები.

დახურულ სივრცეებში აკრძალულია მასობრივი შეკრებები და სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებები. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებსაც მოუწევთ რეკომენდაციების დაცვა: ამ დაწესებულებების თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები, ღონისძიებების სტუმრებმა უნდა დაიცვან დისტანცია, ყოველდღიურად უნდა მოხდეს შენობის დეზინფექცია.

სავალდებულოა ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა სამგლოვიარო და მემორიალურ ღონისძიებებზე.

სოხუმსა და რაიონებში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და ტანსაცმლის ბაზრობების ადმინისტრაციებს დაევალათ ყოველდღიური პრევენციული დეზინფექციის ჩატარება, მათ შორის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამყიდველები ვალდებული არიან, პირადი დაცვის საშუალებები გამოიყენონ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რაიონების ადმინისტრაციებს ევალებათ უზრუნველყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაბინების ყოველდღიური პროფილაქტიკური დეზინფექცია და მძღოლების მიერ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება.

გარდა ამისა, განკარგულების თანახმად, 15 ოქტომბრისთვის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა სოხუმსა და რაიონებში უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის იზოლირებული სივრცეები გაიხსნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1765 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო შემთხვევები გუშინ და დღეს, გუდაუთის საავადმყოფოში დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]