weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:51 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 209 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი. გუშინ რეგიონში COVID-19-ის 416 ახალი შემთხვევა იყო.

„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა არიან ადრე დაინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები და სიმპტომიანი პაციენტები, რომელთა შორისაც უმრავლესობა, ასევე, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები არიან. ახლადგამოვლენილი შემთხვევების ძირითადი პროცენტი ბათუმშია, რამდენიმე პაციენტია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლიდან, ერთეული შემთხვევები გვქონდა სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

„ეს გახლდათ 64 წლის ქალბატონი და ორი მამაკაცი - 68 და 84 წლის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ეფაძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის აჭარაში კოვიდ-დადასტურებულ პაციენტებს 9 კლინიკა და ცხელების ცენტრები ემსახურებიან, სადაც 470 პაციენტი იმყოფება. მათგან 19 არასრულწლოვანი და 20 ორსულია.

რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს, ნონა ეფაძის განცხადებით, გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 930-ზე მეტი პაციენტი იმყოფება. ბინაზე მკურნალობას ათასამდე პაციენტი გადის.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის სულ 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]