weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორში სამხედრო მოსამსახურე არასამსახურეობრივ პირობებში დაშავდა – თავდაცვის სამინისტრო

18:23 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პოლიციამ გორში სხეულის მძიმე დაზიანებებით იპოვა, დათხოვნაში იმყოფებოდა და არასამსახურეობრივ პირობებში დაშავდა.

„თავად დაშავებულის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამხედრო მოსამსახურე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. როგორც დაშავებულის დედამ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას ხერხემალი სამ ადგილზე აქვს გადატეხილი.

„ჩემი შვილი დამტვრეულია, ხერხემალი სამგან აქვს გადატეხილი, ოპერაცია ჩაუტარდა. ვერ გეტყვით ეს დაზიანებები თავდასხმით მიიღო თუ ჩავარდნით. ოთხივე კიდური პარალიზებულია. გუშინ ვნახე შოთა ინგოროყვა და მითხრა, რომ ცალ მხარეს უკვე კონტაქტზე წამოვიდა“, – აცხადებს დაშავებულის დედა.

„რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართის კოდექსი 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]