weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

დავით გარეჯთან ახლოს და ყვარელში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა

20:44 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.

სანავარდოს მცხოვრებლების თქმით, აფეთქების ხმა გაიგეს, ვენახში ჩამოვარდნილ საფრენ აპარატს კი მოგვიანებით მიაგნეს.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სოფელი უდაბნო საგარეჯოდან 45 კილომეტრში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. სოფელი სანავარდო ყვარლიდან დაახლოებით 8 კილომეტრშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]