weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყვარელში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

18:32 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სოფელ კუჭატნის გადასახვევთან ერთმანეთს მოტოციკლი და სატვირთო ავტომანქანა - „ზილი“ შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სანავარდოს მკვიდრი არ არის.

ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა 203 და დაშავდა 2982 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]