weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაშია, 179 – თბილისში, 91 – იმერეთში

11:36 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 4886 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 63 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება ახალი შემთხვევების რაიოდენობას, ენდელაძის თქმით, მიღებული ზომების შედეგად აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო 24 საათში იქ ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინიფიცირების შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, სადაც ბოლო 24 საათში, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 179-ით გაიზარდა.

„კორონავირუსი იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში – 28 პაციენტი არის ინფიცირებული. შიდა ქართლში – 10, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, გურიაშიც – 3, სამცხე-ჯავახეთში კი 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის სულ 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 5866 ინფიცირებული უკვე განიკურნა. ამ დროისთვის, კორონავირუსით 72 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]