weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი დარტყმები – გამყრელიძე

23:32 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება არ იგეგმება.

„გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება, ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

ამიტომ, ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება.

მაგრამ იქ, სადაც იქნება საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების, როგორიც არის, სკოლაში ერთი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში სწავლის შეწყვეტის, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, გამყელიძის თქმით, ბოლო ორ დღეში გამოიკვეთა, რომ იქ ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არ არის.

„ამან არ უნდა გაგვათამამოს. რაღაც ნიშნები სტაბილიზაციისა აჭარაში გამოიკვეთა და ოდნავ ტენდენციაა ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ ეს არ გვაძლევს არანაირი მოდუნების საშუალებას. აჭარაში ჩვენი რეკომენდაციით რა ღონისძიებებიც მიმდინარობს, უნდა გაგრძელდეს, სანამ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვალთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]