weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:54 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020

საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი კიდევ 519 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც კოვიდ-ინფიცირების რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი 11 271-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 6119 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად ქვეყანაში 5152 აქტიური შემთხვევაა.

„ამ პაციენტების ნაწილი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში, ნაწილი ბინაზე, ნაწილი კი სასტუმროებში. ამჟამად 57 მძიმე, კრიტიკული პაციენტი გვყავს, მათგან 56 მართვით სუნთქვაზე, 8 არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი, ერთი პაციენტი კი ცხინვალიდანაა. 

აჭარაში 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ იყო 190), თბილისში – 137 (გუშინ იყო 179), იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 31. გურიასა და მცხეთა-მთიანეთში – 10-10 შემთხვევაა დადასტურებული, შიდა ქართლში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, კახეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში –1. იმპორტირებულია 4 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გარდაიცვალა 4 კოვიდ-პაციენტი – 65, 76, 80 და 90 წლის ქალები, რომელთაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

10 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით 78 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]