weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტყიბულის სკოლაში კორონავირუსი 17 მოსწავლესა და 4 პედაგოგს დაუდასტურდა

11:44 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, მადონა ქასრაძემ განუცხადა, გასული ორი დღის განმავლობაში ვირუსი 17 მოსწავლესა და 4 პედაგოგს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად, მეორე სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამ დროისთვის სტაციონალურ მკურნალობას გადის სკოლაში ინფიცირებული ერთი ადამიანი, დანარჩენები კი თვითიზოლაციაში არიან.

მეორე სკოლაში COVID-19 პირველად პედაგოგს დაუდასტურდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინფიცირების წყარო ე.წ. ქუთაისის კლასტერია.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ტყიბულში COVID-19-ის პირველი შემთხვევა სექტემბერში გამოვლინდა და ამ დროისთვის სულ 35 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 478-ით გაიზარდა. აქედან 65 შემთხვევა იმერეთის რეგიონში ფიქსირდება.

 

ამ თემაზე:

COVID-19-ის გამო გურჯაანის სოფელ ველისციხის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]