weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

„სვეტიცხოვლობაზე“ მორწმუნეებს სიცხეს გაუზომავენ, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება

16:58 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 hits 288

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სვეტიცხოვლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალ, 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარის ეზოში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ. ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის გამო, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს სადღესასწაულო წირვა 10.00 საათზე დაიწყება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

შრომის კოდექსით 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]