weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

როგორ ნაწილდება COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა – მარინა ენდელაძის განმარტება

11:28 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 919 შემთხვევიდან 366 თბილისშია დადასტურებული.

ენდელაძის ცნობით, რეგიონებში არსებული ეპიდვითარება ასეთია:

აჭარა – 286 ახალი შემთხვევა

იმერეთი – 104

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 57

ქვემო ქართლი – 44

შიდა ქართლი – 21

მცხეთა-მთიანეთი – 11

კახეთი – 13

გურია – 13

სამცხე-ჯავახეთი – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„დღევანდელი მონაცემებით, თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია 14 440 კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება. ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით და დღეს დადასტურებულია 919 ახალი შემთხვევა. მოიმატა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა დაახლოებით 53%, რაც შეესაბამება 7367-ს. გუშინ გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დღეს სტაციონარებში, კოვიდ-სასტუმროებსა და ბინაზე 7073 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს. მათგან დაახლოებით 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა სულ 113-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]